მედია – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა „ჰამასის“ წარმომადგენლებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ბოდგანოვმა ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების საკითხი „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის მოადგილესთან, მუსა აბუ მარზუკთან, პალესტინის დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანთან, სალეჰ რაფატთან და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მაღალჩინოსანთან, მაჰერ ტაჰერთან განიხილა.
„მხარეებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს, აქცენტი ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე გაკეთდა“, – აცხადებს ს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადების თანახმად, ამავდროულად, რუსულმა მხარემ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ, თავისი პრინციპული პოზიცია დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ