მედია – რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 54 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს Shahed-ის ტიპის 54 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში 38 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 16 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
ს თავდასხმის შედეგად ოდესისა და ს ოლქები დაზარალდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.