მედია – რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 2 ბალისიტკური რაკეტა, S-300/400-ის ტიპის 3 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 75 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 30 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
ს თავდასხმის შედეგად დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 30 დაშავდა.