მედია – რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 103 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 103 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში 41 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 40 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, ჩერკასის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დაარტყეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 10 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად