მედია: რუბიომ და ბაირამოვმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესი და „ტრამპის მარშრუტი“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ორშაბათს, 19 იანვარს ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადებით, მარკო რუბიომ დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთისთვის საწვავის მიწოდება.

მან ეს შეაფასა, როგორ „მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის მუდმივ ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპის დამსახურებით შედგა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში“.

ამავე წყაროს ცნობით, „სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებიც განიხილეს და -აზერბაიჯანის ურთიერთობებში პოზიტიური განვითარება შეაქეს“.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა X-ზე დაწერა: „საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პერსპექტივებს, რეგიონულ განვითარებას და აზერბაიჯან-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესს, მათ შორის TRIPP-ის ინიციატივის განხორციელების მნიშვნელობას“.

ოთხი დღით ადრე აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ჰაკან ფიდანი, „ტრამპის მარშრუტის ჩარჩო შეთანხმებას“, – ახალ დოკუმენტს, რომელზეც სომხეთი და გუშინ შეთანხმდნენ, – ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

  • 13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
  • დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ – TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
  • ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონულ თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტიტუტების ეფექტურობაზე.

წყარო