მედია: როგორ მუშაობს კრემლის „რბილი ძალა“ საქართველოში და ვინ იღებს ფულს “პრავფონდიდან” (ვიდეო)

უკონტროლო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება. გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში მოხვედრილი სკანდალური დოკუმენტები ადასტურებს, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ საქართველოში მოქმედ პრორუსულ ჯგუფებს თითქმის 1 მილიონი ლარი გადაურიცხა.

დაფინანსება მოხმარდა ტრენინგებს, წიგნებისა და ფილმების წარმოებას, რომელთა მიზანია საზოგადოებაში ის ნარატივი გაამყარონ, თითქოს „კეთილი მეზობელია“.

ჟურნალისტური გამოძიება სვამს მთავარ კითხვებს: როგორ მუშაობს კრემლის „რბილი ძალა“ საქართველოში, ვინ იღებს დაფინანსებას სანქცირებული რუსული ორგანიზაციებიდან და რატომ ხდება ეს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია პროდასავლურ ორგანიზაციებს საქმიანობას უზღუდავს?

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..