მედია: როგორ კითხულობს “ოცნება” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას (ვიდეო)

როგორ კითხულობს “ოცნება” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას – არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმავეს ამბობს, რასაც ივანიშვილის გუნდი.

ხალხის მიერ ექვსი წლის შემდეგ მოგებული დავის საპასუხოდ, ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მაშინდელი -ს მინისტრის, გიორგი გახარიას ბრალია.

რასაც ჩვენი გუნდი ვამბობდით და ვამბობთ, ზუსტად იგივეს ამბობს სტრასბურგის სასამართლო და რა ნაწილში – აქცია, რომელიც არის ძალადობრივი, რომლის დროსაც ცდილობენ, რომ პარლამენტის შენობაში შეიჭრან, ეს არის უკანონო და მათ მიმართ არათუ შეიძლება, არამედ უნდა იყოს გამოყენებული. საუბარია იმაზე, თუ რამდენად პროპორციული იყო კონკრეტული რეზინის ტყვიების გამოყენება უმისამართლოდ ადამიანების მიმართ, თუ კონკრეტულად დამიზნებით და ამასთან დაკავშირებით იყო სწორედ გამოძიება დაწყებული, მაგრამ რადგანაც გამოძება დროულად ვერ დასრულდა და არაეფექტიანი იყო, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო გამოძიება. გამოძიების შედეგები ყველასათვის ცნობილია.  გახარიას, რომელიც გაქცეულია გერმანიაში, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ის თვითონაც აღიარებდა, რომ ის სრულად ირებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის არის გერმანიაში გაქცეული პასუხისმგებლობას და სტიპენდიას იღებს მათ შორის გერმანული მხარისაგან”, – ამბობს არჩილ გორდულაძე. 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს