მედია: რა ოდენობის ჰონორარს იღებენ საახალწლო კონცერტებში რუსული ესტრადის ქართველი მომღერლები და ვინ არის მათ შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი?

რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის დე­კემ­ბე­რი და ახა­ლი წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გვა­რი­ა­ნი ჰო­ნო­რა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფორმ­დე­ბა კონ­ტრაქ­ტე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არ წარ­მო­ად­გე­ნენ და 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს იღე­ბენ, რო­მე­ლიც ათო­ბით ათას დო­ლარს აღ­წევს.

აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა ის მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის სა­ა­ხალ­წლო ღა­მის ჰო­ნო­რა­რიც რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. თან­ხე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლია დო­ლარ­ში მიმ­დი­ნა­რე მი­ახ­ლო­ე­ბი­თი კურ­სით.

ქეთა თო­ფუ­რია (ჯგუ­ფი “А-Студио”) – ქეთა თო­ფუ­რი­ას ჰო­ნო­რა­რი ახა­ლი წლის ღა­მეს მერ­ყე­ობს 85 000–120 000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში.

გრი­გო­რი ლეპ­სი – მისი ჰო­ნო­რა­რი 10 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე ადის. დო­ლარ­ში ეს და­ახ­ლო­ე­ბით 111 000 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი – რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი 5-დან 7 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე ჰო­ნო­რა­რი დო­ლარ­ში შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 55 000-დან 78 000 -მდე აშშ დო­ლა­რამ­დე (რუბ­ლის კურ­სით). ის ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით დგას, რო­გო­რე­ბიც არი­ან ანი ლო­რა­კი და ლა­რი­სა დო­ლი­ნა.

თე­ო­ნა კონ­ტრიძე – მისი ჰო­ნო­რა­რი, რო­მე­ლიც რუ­სულ მე­დი­ა­ში 3-დან 5 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დეა, დო­ლარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 33 000-დან 55 000 აშშ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

დი­ა­ნა ღურწკა­ია – დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას სა­ა­ხალ­წლო ღა­მის ჰო­ნო­რა­რი 20 000-40 000 აშშ დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია.