მედია: რა მისწერა კობახიძემ დონალდ ტრამპს – “ოცნება” წერილის გასაჯაროებაზე უარს ამბობს (ვიდეო)

რა წერილი მისწერა “ოცნებამ” ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ელჩ ს თქმით, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო – ამის შესახებ კითხვა დღეს “პირველების” ჟურნალისტმა ირაკლი ს დაუსვა.

ამ კითხვაზე საპასუხოდ “ოცნების” პრემიერმა რობინ დანიგანზე იერიში მიიტანა და თქვა, რომ ყოფილი ელჩი “ჭორებით საუბრობს”.

“ის არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი, გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული,  ამიტომ ამ საკითხზე ჩვენ არ გვჭირდება კომენტარების გაკეთება” – განაცხადა კობახიძემ. 

“ოცნების” პრემიერი ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის არ მიუწერია – “ეს ტყუილია”.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა