რა დგას სამთავრობო უწყებების არსენალის მთაზე გადატანის უკან? – კორუფციის მკვლევარი და კოალციაი “ცვლილებისთვის” წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ ამ გზით “ოცნებას” უკვე არსებული სახელმწიფო შენობების ხელში ჩაგდება სურს.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ამას “ლამაზად ფუთავს”, სინამდვილეში კი მათი მიზანი ყოველთვის ერთია, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
რა ფულით შენდება ეს შენობა-ნაგებობები, რატომ უნდა დააწვეს ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს და ის შენობა-ნაგებობები, სადაც ახლა განთავსებულია მაგალითად მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სხვადასხვა სამინისტროები, აი ამ შენობა-ნაგებობებს რა ბედი ეწევათ. სახელმწიფო ქონება უნდათ ჩაიგდონ ხელში, ოღონდ ეს ახლა არის ლამაზად შეფუთული, თითქოს მზრუნველობის მიზნით. მაგალითად ვერანაირ ახსნა-განმარტებას ვერ მოვისმენთ, რატომ არ უნდა იყოს მერია, სადაც არის იქ? იქ თუ მერია არ იქნება და იქნება სასტუმრო, იქნება უფრო მეტი დატვირთვა, უფრო მეტი საცობი. როგორ უნდა ახსნან, ჯერ ეს არ მოგვისმენია მათგან, მაგრამ ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ქოცები იწყებენ, ყველაში არის მიზანი ერთი – რომ ფული იშოვონ”, – ამბობს ბესო დონაძე.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს – დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ “კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს”.




