მედია: რატომ ვერ დაემხო “ქართული ოცნება” – დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრება

რატომ ვერ დამარცხდა დიქტატორი და როგორ ინარჩუნებს “ოცნება” ძალაუფლებას – ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტები საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. მოსაზრება აღმოსავლეთ სამეზობლოს ბიულეტენმა გამოაქვეყნა.

დასახელებულია სამი ძირითადი მიზეზი. მათ შორისაა დანაწევრებული ოპოზიცია, რომელმაც ვერ გამოიყენა ქვეყანაში მიმდინარე  მასშტაბური აქციები.

ექსპერტების მოსაზრებით, ივანიშვილის ძალაუფლებას ძლიერი სამთავრობო პროპაგანდა და საერთაშორისო  სანქციების ნაკლებობაც ამყარებს.

2024 წლის ოქტომბერში, დაძაბული საპარლამენტო ს შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გამარჯვება – ოფიციალური მონაცემებით 54%-ით, ხოლო ზოგ რეგიონში 90%-თაც. ოპოზიცია ამ შედეგებს არ ენდობდა და აფრთხილებდა, რომ „ოცნების“ დარჩენა ხელისუფლებაში გამოიწვევდა დემოკრატიის უკუსვლას, სკენ მეტად მიბრუნებას და ქვეყნის პროდასავლური კურსის შესუსტებას. მიუხედავად პროტესტისა, ოპოზიციამ ს შემდეგ დაუყოვნებლივი რეაგირება ვერ მოახერხა.

მასობრივი გამოსვლები დაიწყო მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, როცა პრემიერ-მინისტრმა  გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გასაწევრიანებელ პროცესს. ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, ბლოკირებული იყო გზები, შეტაკებები იყო ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის. ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა, ხოლო არაერთ პოლიტიკოსს მაშინ ეგონა, რომ ქვეყანა შესაძლოა იქცა „ფერადი რევოლუციის“ სცენარში – მსგავსად 2003 წლის ვარდების რევოლუციისა.

ერთი წლის შემდეგ, მიუხედავად ძლიერი საწყისი ტალღისა, პროტესტები შესუსტდა. მითუმეტეს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაამყარა ძალაუფლება, ხოლო რუსთაველზე გამოსვლების მასშტაბი მნიშვნელოვნად დავარდა. გაჩნდა მთავარი კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა ხელისუფლების დამხობის ის ფანჯარა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თითქოს გაიხსნა?

სტატიაში, ავტორებმა მაგ საკითხზე მოსაზრებები მოაგროვეს საქართველოს, ევროპის და -ის ცხრა ექსპერტისგან. მათ ანალიზში გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი ფაქტორი:

  • ოპოზიციის ფრაგმენტაცია და უთანხმოება

  • „ქართული ოცნების“ ძლიერი სადამსჯელო/საზედამხედველო რესურსი და ინსტიტუციური კონტროლი

  • საზოგადოებრივი აზრის სიფრთხილე და პოლარიზაცია

  • ეფექტური საერთაშორისო სანქციების არქონა

ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ კომბინაციამ მისცა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა არა მხოლოდ გადარჩენილიყო კრიზისის დროს, არამედ კიდევ უფრო გაემყარებინა ძალაუფლება, – ნათქვამია სტატიაში. 

ამ თემაზე განსხვავებული შეფასებები აქვთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედ გამოცდილ ფიგურებსაც. მათ შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი , რომელიც ოპოზიციის მარცხის მიზეზების საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.

ს ხელისუფლება დიდი ხანია დამარცხებულია და დიდი ხანია წარსულის  კუთვნილებაა ხალხისთვის. რეალურად, ამ ფორმულას ხშირად იყენებენ ხოლმე არჩევნების დროს – ხელისუფლება კი არ იგებს, არამედ ოპოზიცია მარცხდება. ანუ მეორე მხარე ვერ ახერხებს იმ ტიპის, იმ მასშტაბით, იმ ფორმატით გამარჯვების მიღწევას, რომლის გაყალბებაც შეუძლებელი გახდება. 3, 4, 7%-ის თემა არ უნდა დგებოდეს, 25-ის თემა უნდა დგებოდეს, რომლის გაყალბებაც, უბალოდ შეუძლებელია. ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია და შემდეგი კითხვა არის ის, თუ რატომ? იმიტომ, რომ ორი ძირითადი მიზეზია ამისი, პირველი ეს არის ფრაგმენტაცია. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ყველას ერთად დადგომას. ფრაგმენტაცია და ყველას ერთად დადგომა სხვადასხვა რამეა. უფსკრულია ამ ორ მოცცემულობას შორის, – ამბობს

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ეჭვქვეშ აყენებს სტატიაში მოყვანილ დასკვნებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად ოპოზიციაში და რამდენად იყო დასავლეთის ნაბიჯების შეფერხება ოპოზიციურ ფრაგმენტაციასთან დაკავშირებული.

როდესაც გაჩნდა თვითმმართველობის არჩევნების საკითხი, აი, ეს ნამდვილად გახდა გამხლეჩი ოპოზიციის “ლელოს” და გახარიას პოზიციის გამო და მიიღეს კიდეც შესაბამისი შედეგები ამ არჩევნებზე. ახლა ახლიდან კოორდინირდა ოპოზიცია და კვლავაც ერთოიანად ვმუშაობთ დელეგიტიმაციის პროცესზე და პროტესტის გაფართოების პროცესზე. მე ვერ ვხედავ რა ერთობაზე სუაბრობენ ავტორები, რა ნაწილში ვერ შედგა და რა ნაწილმა შეაფერხა დასავლეთი, სანქციები დაეწესებინა. პირდაპირ ამ სტატიაშ მოყვანილი ამ კუთხით, ამ შეპირისპირებით, რომ ოპოზიციის ფრაგმენტირებულობამ გამოიწვია სანქციების შეყოვნება, რაც არ არის მართალი. დასავლეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, აამუშავოს სანქციები, ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ, – ამბობს ბუტიკაშვილი.  

წყარო