მედია: რას შეეწირა ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი? (ვიდეო)

სახელმწიფოს ყველაზე დიდი ნარკოლოგიური ცენტრი მოულოდნელად ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. ლევან ჩაკვეტაძემ, განცხადება დაწერა და თანამდებობა ისე დატოვა, თანამშრომლებმა რეალური მიზეზი ვერ გაიგეს. კაცი, რომელიც ნარკოლოგიურ ცენტრს რამდენიმე თვე მართავდა სავარაუდოდ ახალ ჩანაცვლების პროგრამას შეეწირა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარებს წამალს სახელმწიფო მიაწვდის, დაიხურება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, რომლის შეფიც მოულოდნელად წავიდა, მთელს ქვეყანაში 19 ფილიალი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით ფინანსდება. “პირველების” მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან ორ საათში ჯანდაცვის მინისტრი იძულებული გახდა ჩაკვეტაძის წასვლა დაედასტურებინა, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი პოსტი დაპირისპირებას არ შეეწირა და დანიშვნიდან რამდენიმე თვეში გადადგომა თავად მოუნდა.

ნარკოლოგები, ვინც ბენეფიციარებთან წლებია მუშაობენ და სისტემური ხარვეზები კარგად იციან ამბობენ, რომ ახალი პროგრამა კრახით დასრულდება, რადგან ამ დრომდე არ არსებობს შესაბამისი კლინიკები. მას შემდეგი რაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები დახურეს კერძო კლინიკებში სახელმწიფო ცენტრების პაციენტების მიღებას ვერ აუდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია