მედია: რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთისთვის?

არა­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, დო­ნალდ ტრამ­პის დაბ­რუ­ნე­ბა თეთრ სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, -ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას გა­მო­იწ­ვევს და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ომი­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბის ფონ­ზე, პო­ტენ­ცი­უ­რად მრა­ვალ ფრონტზე შე­უ­წყობს ხელს რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბას.

  • კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამპმა საკ­მა­ოდ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რე­ბა გას­ცა, თუმ­ცა დიდ­წი­ლად კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის გა­რე­შე.

BBC-ი აა­ნა­ლი­ზებს თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს დო­ნალდ ტრამ­პის დაბ­რუ­ნე­ბამ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელ­ში მსოფ­ლი­ო­ზე.

  • რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ნატო

კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უძ­ლია, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი ერთ დღე­ში და­ას­რუ­ლოს. კი­თხვა­ზე, თუ – რო­გორ? – მას კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს და ზო­გა­დი პა­სუ­ხი გას­ცა, მი­ა­ნიშ­ნა შე­თან­ხმე­ბის, ასე­ვე ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

ტრამ­პის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შტა­ბის ორი ყო­ფი­ლი უფ­რო­სი­სა და მრჩევ­ლე­ბის მიერ მა­ის­ში და­წე­რილ კვლე­ვით ნაშ­რომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ აშშ-მა უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა უნდა გა­აგ­რძე­ლოს, მაგ­რამ კი­ე­ვის მიერ რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის პი­რო­ბით.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სე­თის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის გა­და­დე­ბის და­პი­რე­ბას გას­ცემს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბა ასე ძა­ლი­ან სურს. ყო­ფილ­მა მრჩევ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის­გან თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის სრუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი არ უნდა და­კარ­გოს, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ­სე­ბუ­ლი ფრონ­ტის ხა­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა აწარ­მო­ოს.

  • ტრამ­პის დე­მოკ­რა­ტი ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მას რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან მი­კერ­ძო­ე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ მისი მიდ­გო­მა უკ­რა­ი­ნის­თვის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ნიშ­ნავს და მთელ ევ­რო­პას შე­უქ­მნის საფრ­თხეს.

ტრამპმა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი პრი­ო­რი­ტე­ტი ომის დას­რუ­ლე­ბა და აშშ-ის რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯვის შე­ჩე­რე­ბაა.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად გა­მო­ხა­ტავს ყო­ფი­ლი მრჩევ­ლე­ბის ნაშ­რო­მი ტრამ­პის მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ ეს ქმნის წარ­მოდ­გე­ნას იმ რჩე­ვებ­ზე, რო­მელ­საც ტრამ­პი უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­რე­მო მყოფ­თა­გან მი­ი­ღებს.

მისი მიდ­გო­მა – “ამე­რი­კა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა” ასე­ვე შეც­ვლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­ტოს მო­მავ­ლის სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხზე, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი “ერთი ყვე­ლას­თვის და ყვე­ლა ერ­თის­თვის” – სამ­ხედ­რო ალი­ანსზე.

  • ტრამ­პი დიდი ხა­ნია, სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი ალი­ან­სის მი­მართ, ევ­რო­პას კი აშშ-ის უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რე­ა­ლუ­რად გა­მო­იყ­ვანს თუ არა ის აშშ-ს ნა­ტო­დან, რაც თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრან­სატ­ლან­ტი­კურ თავ­დაც­ვით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, დე­ბა­ტე­ბის საგ­ნად რჩე­ბა.

მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტრამ­პის მკაც­რი პო­ზი­ცია მხო­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტაქ­ტი­კაა, რათა წევ­რებ­მა ალი­ან­სის თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

  • ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი

უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, ტრამპმა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც “მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის” და­პი­რე­ბა გას­ცა – რაც ღა­ზა­ში ის­რა­ელ-“ჰა­მა­სის” ომის და ლი­ბან­ში ის­რა­ელ-“ჰეზ­ბო­ლას” და­პი­რის­პი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს – მაგ­რამ ამ სა­კი­თხზეც არ უთ­ქვამს, რო­გორ.

მან არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­ზე მისი “მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­წო­ლის” პო­ლი­ტი­კის გამო, რო­მე­ლიც ამ ჯგუ­ფებს აფი­ნან­სებს, “ჰა­მა­სი” ის­რა­ელს თავს არ და­ეს­ხმე­ბო­და. ზო­გა­დად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრამ­პი შე­ეც­დე­ბა, იმ პო­ლი­ტი­კას და­უბ­რუნ­დეს, რომ­ლის დრო­საც მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აშშ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა და ირა­ნის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რის, გე­ნე­რა­ლი ყასემ სო­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა.

თეთრ სახ­ლში ყოფ­ნი­სას, ტრამპმა მკვეთ­რად პრო­ის­რა­ე­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად და­ა­სა­ხე­ლა და აშშ-ს სა­ელ­ჩო იქ თელ-ავი­ვი­დან გა­და­ი­ტა­ნა – ამ ნა­ბი­ჯ­მა ტრამ­პის ქრის­ტი­ა­ნულ-ევან­გე­ლის­ტუ­რი ბაზა გა­აძ­ლი­ე­რა, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფია.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ტრამ­პი და­ა­სა­ხე­ლა “სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად, რო­მე­ლიც ის­რა­ელს ოდეს­მე ჰყო­ლია თეთრ სახ­ლში”.

მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კამ რე­გი­ონ­ზე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ეფექ­ტი იქო­ნია.

ვა­შინგტო­ნის მიერ მათი იე­რუ­სა­ლიმ­ზე პრე­ტენ­ზი­ის უარ­ყო­ფის გამო, პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს. ქა­ლა­ქი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს.

ისი­ნი კი­დევ უფრო იზო­ლი­რე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, რო­დე­საც ტრამპმა შუ­ა­მავ­ლო­ბა გა­უ­წია ე.წ. “აბ­რა­ა­მის შე­თან­ხმე­ბებს”, რომ­ლი­თაც ის­რა­ელ­სა და რამ­დე­ნი­მე არა­ბულ და მუს­ლი­მურ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი გა­რი­გე­ბა გა­ფორმ­და. მათ ეს ის­რა­ე­ლის მიერ მო­მა­ვალ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მი­ღე­ბის გა­რე­შე გა­ა­კე­თეს – რაც ე.წ. “ორი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა” იყო – ეს კი ადრე ასე­თი რე­გი­ო­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის­თვის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პი­რო­ბა იყო.

ის­რა­ე­ლის აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აშშ-ს მო­წი­ნა­ვე ია­რაღ­ზე იღებ­დნენ წვდო­მას.

პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე იზო­ლი­რე­ბულ წერ­ტილ­ში აღ­მოჩ­ნდნენ ერ­თა­დერ­თი ძა­ლის მიერ, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად, ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა კონ­ფლიქ­ტის ორი­ვე მხა­რე­ზე შე­უძ­ლია – რა­მაც, მათი გად­მო­სა­ხე­დი­დან, კი­დევ უფრო შე­ა­სუს­ტა შან­სი, ად­გილ­ზე სა­კუ­თა­რი თავი და­ეც­ვათ.

კამ­პა­ნი­ის დროს ტრამპმა რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ღა­ზის ომის დას­რუ­ლე­ბა სურს.

ტრამპს რთუ­ლი, ზოგ­ჯერ დის­ფუნ­ქცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც კი ჰქონ­და ნე­თა­ნი­აჰუს­თან, მაგ­რამ მას­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის უნა­რი ნამ­დვი­ლად აქვს.

მას ასე­ვე აქვს ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რია მთა­ვარ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში იმ ლი­დე­რებ­თან, რო­მელ­თაც “ჰა­მას­თან” აქვთ კონ­ტაქ­ტე­ბი.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ და­ა­ბა­ლან­სებს ის თა­ვის სურ­ვილს, ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დოს ის­რა­ელს და ამავდრო­უ­ლად, ომის დას­რუ­ლე­ბას შე­ე­ცა­დოს.

ტრამ­პის მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხში­რად მის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბას დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­ვად წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, მაგ­რამ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და არას­ტა­ბი­ლუ­რი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პი­რო­ბებ­ში, უკვე ის­ტო­რი­უ­ლი მას­შტა­ბე­ბის კრი­ზი­სის შუ­ა­გულ­ში, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს ეს.

ტრამპმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ ან სა­ერ­თოდ, თუ გა­აგ­რძე­ლებს ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­წყე­ბულ გა­ჩე­რე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პრო­ცესს ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მი­საღ­წე­ვად, “ჰა­მა­სის” მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

  • ჩი­ნე­თი და ვაჭ­რო­ბა

ამე­რი­კის მიდ­გო­მა ჩი­ნე­თი­სად­მი მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა – და ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა აქვს.

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ტრამპმა ჩი­ნე­თი “სტრა­ტე­გი­ულ კონ­კუ­რენ­ტად” და­ა­ხა­სი­ა­თა და აშშ-ში ზო­გი­ერთ ჩი­ნურ იმ­პორტზე ტა­რი­ფე­ბი და­ა­წე­სა. ამან პე­კი­ნის მხრი­დან ამე­რი­კულ იმ­პორტზე სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბი გა­მო­იწ­ვია.

იყო მცდე­ლო­ბე­ბი სა­ვაჭ­რო და­ვის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ კო­ვიდ პან­დე­მი­ამ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წერ­ტი­ლი და­უს­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რაც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა კო­ვი­დი “ჩი­ნურ ვირუ­სად” მო­იხ­სე­ნია.

მა­შინ, როცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩი­ნე­თის პო­ლი­ტი­კის მი­მართ უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ან მიდ­გო­მას იყე­ნებ­და, მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ­პორტზე ტრამ­პის ეპო­ქი­დან ბევ­რი ტა­რი­ფი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

აშშ-ში ამომ­რჩევ­ლე­ბის აღ­ქმა­ში სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის დაც­ვის მცდე­ლო­ბას – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­დი­ცი­ულ ამე­რი­კულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ფო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის კლე­ბა სწო­რედ იმ­დე­ნად­ვეა გა­მოწ­ვე­უ­ლი ქარ­ხნე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და წარ­მო­ე­ბის ცვლი­ლე­ბით, რამ­დე­ნა­დაც გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და წარ­მო­ე­ბის გა­და­ტა­ნით.

ტრამპმა ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სი ძინ­პი­ნი შე­ა­ქო, რო­გორც “ბრწყინ­ვა­ლე”, “სა­ხი­ფა­თო” და მა­ღა­ლე­ფექ­ტი­ა­ნი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც 1.4 მი­ლი­არდ ადა­მი­ანს “რკი­ნის მუშ­ტით” აკონ­ტრო­ლებს. ამას ოპო­ნენ­ტებ­მა ტრამ­პის “დიქ­ტა­ტო­რე­ბით” აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა უწო­დეს.

ტრამ­პი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიდ­გო­მის­გან გა­და­უხ­ვევს, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან აშშ-ს მიერ უფრო ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

ტრამპმა ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ის თეთრ სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბო­და, ტა­ი­ვა­ნის­თვის ჩი­ნე­თის ბლო­კა­დის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მას სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბო­და, – პრე­ზი­დენ­ტმა სიმ იცის, რომ გიჟი ვარ, თუ ეს მოხ­დე­ბა, ჩი­ნურ იმ­პორტზე პა­რა­ლი­ზე­ბის გა­მომ­წვევ ტა­რი­ფებს და­ვა­წე­სე­ბო…

წყა­რო