მედია: რას ედავებიან ბაჩო ახალაიას – რა დევს საქმეში

“შაბათის ეთერმა” თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მოიპოვა.

ირკვევა, რომ საქმეში რაიმე სახის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს. ადვოკატების თქმით, საქმეში არ დევს რაიმე სახის SMS – შეტყობინებაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” ასახელებს.

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  სა და პაატა ბურჭულაძეზე.

მასალების იმ ნაწილში, რომელიც “შაბათის ეთერმა” მოიპოვა, არსაც ჩანს, რომ გამოძიებამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირადი მობილური გაშიფრა. 

საქმეში დევს ოქმიც, რომელიც 2025 წლის დეკემბრით თარიღდება და რომელიც ბაჩანა ახალაიას და ანი ნადარეიშვილის გამოკითხვაზე დაბარებდან სავარაუდოდ რამდენიმე წუთშია შედგენილი. დოკუმენტში განცხადების ავტორი ამტკიცებს, რომ ბაჩანა ახალაიას, ანა ნადარეიშვილს და ზვიად გაგუას [ოჯახის ახლობელი] გადაწყვეტილი ჰქონდათ მიმალვა.

ასევე პატაკში წერია, რომ ჩამოთვლილი ადამიანები შეეცდებოდნენ მათ საცხოვრებელ სახლში არსებული მტკიცებულებები [მობილური ტელეფონები, კომპიურეტული ტექნიკა] გაენადგურებინათ, რითაც “2025 წლის 4 ოქტომბერს ახირციელებდნენ კაბშირს, მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან და ლაშა ბერიძესთან]. ამ საფუძვლით, ახალაიებთან შესულმა გამომძიებლებმა ადგილიდან რაიმე სახის მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლეს.