მედია: რას გადაეკიდა სოლოვიოვი საქართველოს?! – რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი: “სისხლიანი ხელები”, ოცნება აგვისტოს ომზე და სამი ცოლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ს ერთგული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვია, რომელიც მარგარიტა სიმონიანთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, კრემლის მთავარი პროპაგანდისტია.

უკრაინელები მიიჩნევენ, რომ სოლოვიოვს ხელები ბოლომდე სისხლში აქვს გასვრილი, რადგან მისმა მრავალწლიანმა პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ რუსები უკრაინელებს სასტიკად ხოცავენ.

სოლოვიოვი არც საქართველოს ივიწყებს. რამდენიმე თვის წინ თავად სოლოვიოვი აცხადებდა, რომ ესაუბრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც უთხრეს რომ რუს მიგრანტებს საქართველოს ტერიტორიას დაატოვებინებდნენ:

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, ჩვენ მათ (ს მოქალაქეებს) დავატოვებინებთ ქვეყანას, რადგან ისინი აქტიურად უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორს“, – აღნიშნა სოლოვიოვმა 15 მა­ისს, გა­და­ცე­მა­ში „სა­ღა­მო ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­თან“.

მაისში კრემლის პროპაგანდისტმა აღნიშნა, თითქოს, -ის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა:

“ირ­კვე­ვა, რომ აშშ-ის ელჩი შეხ­ვდა ქარ­თველ ლი­დე­რებს და მო­ი­თხო­ვა მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა. მან ისიც კი და­ა­სა­ხე­ლა, რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბა და რომ ეს მცი­რე ფა­სია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხელისუფლებამ უარი თქვა“, – გა­ნა­ცხა­და სო­ლო­ვი­ოვ­მა.

აღსანიშნავია, რომ სოლოვიოვი თავის საავტორო გადაცემაში საკმაოდ ხშირად საუბრობს საქართველოზე და განიხილავს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკას, ასევე – საქართველოს საგარეო ვექტორს.

ერთ-ერთ გადაცემაში სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის დუეტი აფხაზეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გადაწვდა:

”თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას აკე­თე­ბენ იქ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ამე­რი­კუ­ლი ფუ­ლით და რამ­დე­ნია – ასო­ბით თუ არა, ათა­სო­ბით”, – თქვა სი­მო­ნი­ან­მა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, შეც­ვა­ლონ “აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი კო­დექ­სი”.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ