2023 წელს, ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა? – ქალი, რომლის პუტინთან ერთად დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ გასცა.სტატიაში ვკითხულობთ, რომ 17 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა.
მარია ლვოვა 2021 წლიდან რუსეთში ბავშვთა ომბუსმენდის თანამდებობას იკავებდა და სასულიერო პირზე გახლდათ დაქორწინებული და 10 შვილს ზრდიდა, საიდანაც 5 ნაშვილებია. 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე და მათ რუსეთში “ინტეგრაციაზე“.
თავად ომბუდსმენი ამ პროცესს ყოველთვის “ევაკუაციას” უწოდებდა და ამბობდა, რომ ამით იცავდა ბავშვების ინტერესებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ქმედებები კლასიფიცირებულია, როგორც დეპორტაცია და გენოციდი.
2022 წლის ზაფხულში ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მან თავად იშვილა ბავშვი მარიუპოლიდან. ქალაქიდან, რომელიც რუსული ჯარებმა გაანადურეს. ის რეგულარულად აქვეყნებს მოზარდის ფოტოებს სოციალურ ქსელებში და ამ ამბის შესახებ პროპაგანდისტული ფილმიც კი გადაიღეს რუსული მედიისთვის. ის ასევე ხშირად საუბრობდა მაღალ მორალურ სტანდარტზე, ოჯახურ ფასეულობებზე და აშ.
რა ხდება ახლა
ორი დღეა რუსული მედია ლვოვას ახალი ქორწილის შესახებ წერს. ჟურნალისტების ინფორმაციით, 10 შვილის დედამ მეორედ “მართლმადიდებელ ოლიგარქ” მალოფეევზე იქორწინა. ის არის “რუსული გაზაფხულის” მთავარი სპონსორი და მასზე გაცემულია ICC-ის ორდერი
8 სექტემბერს, მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას და ცარგრადის ტელეარხის Царьград-ის დამფუძნებლის, კონსტანტინე მალოფეევის ქორწილი გაიმართა.