მედია: პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება

ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება – ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს და წერს, რომ ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” გადაინაცვლეს
ჟურნალისტების ჯგუფში არიან “ოსტანკინოს”, “ნტვ”-სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, თავად ლეონიდე ბოკერია კი დახურულ შეხვედრებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ