მედია – პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს

პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს, – ინფორმაციას გამოცემა Arutz Sheva ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს.
„ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთოხების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, – განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა ხუთშაბათს დაიწყება. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები მიიღებენ.
ამასთან, მოშემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ თბილისში მისი მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა უკვე სცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე