მედია – პარიზში, ბიბლიოთეკებიდან ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პარიზში საქართველოს სამი მოქალაქე საფრანგეთის რამდენიმე ბიბლიოთეკიდან რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ორიგინალი ნამუშევრების მოპარვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
პარიზის პოლიციის მიერ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დააკავეს და კულტურული ფასეულობებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისის (OCBC) შენობაში მოათავსეს, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ქურდობასა და „დანაშაულებრივი გაერთიანების“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია გამოცემას პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”