მედია: პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მესამე სექტორში არ ყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ურჩევს”, “გაგრილების” პერიოდი აიღონ და შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკაში. 

იმ ორგანიზაციებიდან, ვისაც აქვს ძირითადად უცხოური დაფინანსება, თუკი უნდათ, რომ პარტიული საქმიანობა გააგრძელონ, აიღონ „გაგრილების“ პერიოდი და ამის შედეგ მივიდნენ პოლიტიკაში. აირჩიონ რა უნდათ, უცხოური ინტერესების გატარება, თუ ქართველი ხალხის, – ამბობს პაპუაშვილი. 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯომარეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ითვლება თუ არა თავადაც უცხოური ინტერესების გამტარებლად, რადგან წლები ხელფასს გერმანიის მთავრობა უხდიდა.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მესამე სექტორში თავად არ ყოფილა.

მე ენჯეოში არ ვყოფილვარ, არც არ ყოფილა ენჯეოში. 2020 -დან მოყოლებული კარგად “გაგრილებული” ვარ,  – ამბობს პაპუაშვილი. 

მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.

კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს