მედია – პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ნიკარაგუამ საგარეო საქმეთა მინისტრი რამალაში გაგზავნა

პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ნიკარაგუამ საგარეო საქმეთა მინისტრი რამალაში გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკარაგუის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენი ხალხისა და მთავრობის სახელით, პალესტინელების მიმართ ეს ნაბიჯი, ყველაზე მეგობრულ და საბრძოლო სოლიდარობას გამოხატავს“, – განაცხადა ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტმა, როსარიო მურილიომ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენის მონკადამ დასავლეთ ნაპირამდე მისაღწევად, გზაში 24 საათზე მეტი გაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა