მედია – სა და ავღანეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები განახლდა

პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო რეგიონში შეტაკებები განახლდა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ს სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ავღანეთის ჯარებმა „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს, რომელიც პაკისტანელებმა მოიგერიეს.
ავღანეთის ხოსტის პროვინციის პოლიციის პრესსპიკერის მოადგილემ, ტაჰირ აჰრარმა შეტაკებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
ცნობისთვის, პაკისტანელ და ავღანურ ძალებს შორის შეტაკებები შაბათსაც მოხდა, რომელიც კვირას, სა და კატარის მოწოდების შემდეგ, შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა. „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ ავღანეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დარღვევების საპასუხოდ, პაკისტანის რამდენიმე სამხედრო პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით კი, საზღვრის გასწვრივ საპასუხო ცეცხლის დროს „23 ჯარისკაცი დაკარგეს და 200-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია