მედია: ოცნების წევრმა, გიორგი ჭყონიამ ს მერიის წინ მდებარე სახლს უნებართვოდ ჯერ ორი სართული დააშენა, შემდეგ კი კოშკი დაადგა

ოცნების წევრმა, გიორგი ჭყონიამ ს მერიის წინ მდებარე სახლს უნებართვოდ ჯერ ორი სართული დააშენა, შემდეგ კი კოშკი დაადგა | ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს, გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიაა განთავსებული.
გამოცემა წერს, რომ უკანონოდ აშენებული ორი სართული და მთლიანი კონსტრუქცია ოცნების წევრს, გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამავდროულად, უნებართვო დაშენების სამუშაოებს შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი ოცნების წევრი, გიორგი ჭყონიაა.
ოცნების დეპუტატის კომპანია უკანონო მშენებლობის გამო, ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული, თუმცა ჯარიმასთან ერთად დავალებული ჰქონდა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის 19 აპრილს გამოიტანა.
გიორგი ჭყონიას კომპანიამ მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მაისს გამოსცა განჩინება, რომლითაც “შეჩერებული იქნა შპს სახლი ძველ ბათუმში-ს დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე” დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”. ოცნების წევრმა უნებართვო მშენებლობა გააგრძელა.
2025 წლის 11 ნოემბერს ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და კიდევ ერთხელ იკითხეს, როდის აღსრულდებოდა კანონი და როდის მოხდებოდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. წერილიდან 10 დღეში, გვიან ღამით, ჭყონიას კომპანიამ უნებართვოდ აშენებულ 2 სართულზე კოშკის ტიპის კონსტრუქცია დადგა.
📸 ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ