მედია: “ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა ო’ბრაიენის ვიზიტსა და ივანიშვილის სანქცირებაზე დაწერილი ნიუსები წაშალეს

“ოცნების” მთავრობის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა – “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” ინფორმაცია, რომ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიენს საქართველოში ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, წაშალეს. სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ო’ბრაიენსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იქნებოდა საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ კი, როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებდა, საპატიო თავმჯდომარე თავის გუნდის წევრებს მიმართავდა და სთხოვდა “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით პოზიციების შერბილებას. მოსაზრება თავდაპირველად სამთავრობო ექსპერტმა, ზაალ ანჯაფარიძემ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო უილსონის განცხადებაზე – გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება – წინადადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია იმისკენ, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს

შსს-ში იმ არასრულწლოვნის გათავისუფლებას ადასტურებენ, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების მიზეზით დააკავეს – უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო