მედია: “ოცნების” აბსურდული სტატისტიკა – რაში დაიხარჯა 29 მილიონი? (ვიდეო)

რა შედეგი მოიტანა კვლევამ რომელშიც 29 მილიონი დაიხარჯა – მოსახლეობის დათვლის შემდეგ ზუსტი მონაცემების მიღების ნაცვლად, რიცხვებმა მხოლოდ ახალი კითხვები გააჩინა. საქსტატი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 914 ათასია და ბოლო ათ წელში მოსახლეობა 200 ათასით გაიზარდა. საიდან მოდის ეს რიცხვები? როცა ქვეყანას ასი ათასობით ემიგრანტი ჰყავს, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები უკან არ ბრუნდებიან და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია? ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტატისტიკა მანიპულაციისთვის უბრალოდ დაწერეს.

ისევ ოფიციალური სტატისტიკაა მთავარი წყარო. მიგრაციის მონაცემების გამოტანა და შედარებაც საკმარისია, დიდი აცდენის დასანახად. 2014 წლიდან 2023 წლამდე ემიგრაციაში 815 ათასი ადამიანი წავიდა და უკან 265 ათასი აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციის ტემპი 2024 წელსაც არ შეცვლილა. მაშინ საიდან მიიღო საქსტატმა გაზრდილი მოსახლეობა? აღმოჩნდა, რომ აქ უცხოეთის მოქალაქეები ჩათვალეს, მიუხედავად იმისა 1 წლით ჩამოვიდნენ თუ 1 დღით.

ეკონომისტები ეჭვობენ, რომ საქმე ხელოვნურად გაზრდილ რიცხვებთან გვაქვს. უცხოელების რიცხვი 2014 წელთან შედარებით 9-ჯერ არის გაზრდილი, საეჭვოა მიაწერეს თუ არა მონაცემებში ემიგრანტებიც, საბოლოოდ კი რეალური აღწერა და შედეგი არ არსებობს. სპეციალისტები საქსტატისგან პასუხებს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია