მედია: “ოცნება” წინასაარჩევნო რეკლამაში “მშვიდობის” მაგალითად იყენებს იმ შადრევნის კადრს, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ მათგანს დენმა დაარტყა.
წინა დღით მ პარკი საზეიმოდ გახსნა.
ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით.
მერიის ყოფილ თანამშრომელს 3-წლიანი საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით წელიწადსა და 3 თვეში შეეცვალა.
სასამართლომ ამ საქმეზე მერიის კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების კიდევ 7 თანამშრომელს მიუსაჯა პატიმრობა.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის წინასაარჩევნო რეკლამაშიც იყენებს უკრაინის ომის კადრებს, ვიდეოში ნაჩვენებია რუსული არმიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა; გვერდით კი მაყურებელი ხედავს საქართველოს კადრებს – გარემონტებული ფასადებით, პარკებითა და გზებით.

ასევე დაგაინტერესებთ