მედია: “ოცნება” ვადაზე ადრე ელჩს სამხრეთ კორეიდანაც გამოიწვევს – განკარგულება

“ქართული ოცნება” ვადაზე ადრე, როტაციის წესით ს შემდეგ, ელჩს სამხრეთ კორეიდანაც გამოიწვევს – ამის შესახებ 1 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს აწერს.

22 დეკემბრიდან თარაშ პაპასქუა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აღარ იქნება. bm.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რა გახდა მიზეზი.

პაპასქუა თანამდებობაზე 2022 წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ის facebook-ის პირად გვერდზე 2024 წლის 29 ნოემბერს გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და დაწერა:

“დღეს, როცა :
– აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
– აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
– ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას…
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!”.

თარაშ პაპასქუას საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:

  • 11/2022 – დღემდე – კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
  • 2019 – 2022 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
  • 2015 – 2019 – მრჩეველი საქართველოს საელჩოში ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოსა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში
  • 2014 – 2015 – მრჩეველი საქართველოს საელჩოში პოლონეთის რესპუბლიკაში
  • 2009 – 2014 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციის დეპარტამენტში III, II და I მდივანი

ზაზა კანდელაკი ისრაელში ელჩის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გამოიწვიეს