მედია: “ოცნება” დუმს

უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი – ამ თარიღთან დაკავშირებით ველოსიპედის ძეგლთან სხვადასხვა ღონისძიებები დღეს დილიდან იმართება, სადაც მოქალაქეები, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ულოცავენ ომში მყოფ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან თარიღს.

ცოტა ხნის წინ, მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა “ქართული ოცნების” ლიდერების გვერდზე ამ დროისთვის მილოცვის არცერთი ტექსტი არ იძებნება.

“7-ის ნახევარზე, შევჩენკოს ძეგლთან, უნივერსიტეტთან ვიქნებით და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ჩვენს მეგობრეს და მივულოცავთ მათ დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეეხება “ოცნებას”, ისინი აქ არ იქნებიან. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე კი არა, გაგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა “ოცნებამ” ყველა ჩვენს საელჩოში წელს. საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს აუქმებენ და რომ შეეძლოს ივანიშვილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს დახევდა და ახლა, უკრაინას მიულოცავს დამოუკიდებლობის დღეს?”, – ამბობს “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით