მედია: “ოცნება” დუმს

უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი – ამ თარიღთან დაკავშირებით ველოსიპედის ძეგლთან სხვადასხვა ღონისძიებები დღეს დილიდან იმართება, სადაც მოქალაქეები, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ულოცავენ ომში მყოფ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან თარიღს.

ცოტა ხნის წინ, მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა “ქართული ოცნების” ლიდერების გვერდზე ამ დროისთვის მილოცვის არცერთი ტექსტი არ იძებნება.

“7-ის ნახევარზე, შევჩენკოს ძეგლთან, უნივერსიტეტთან ვიქნებით და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ჩვენს მეგობრეს და მივულოცავთ მათ დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეეხება “ოცნებას”, ისინი აქ არ იქნებიან. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე კი არა, გაგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა “ოცნებამ” ყველა ჩვენს საელჩოში წელს. საკუთარი დამოუკიდებლობის დღეს აუქმებენ და რომ შეეძლოს ივანიშვილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს დახევდა და ახლა, ს მიულოცავს დამოუკიდებლობის დღეს?”, – ამბობს “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.