“ქართული ოცნება” მოვლენების განვითარების ყველაზე მძიმე სცენარისთვის ემზადება. ბიზნეს სექტორს ამ განცდას უჩენს მმართველი პარტიის სამზადისი, საერთაშორისო გადახადების სისტემის, ვიზას და მასტერქარდის ალენტრანტივა დანერგოს. ინიციტივის ავტორი “ქართული ოცნების” ახალი სახე ვაკო თურნავაა. სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” იმაზე მძიმე სანქციებს ელოდება, ვდირე დღეს აქვს რეჟიმის წინააღმდეგ დასავლთს დაწესებული და ემზადება, რომ კრიზისი შემთხვევაში გეგმა “ბ” აამოქმედოს.
რასაც “ქართულ ოცნება” ახლა გეგმავს, იგივე გზა უკვე გაიარა რუსეთმა. 2015 წელს დანერეგეს ადვოლობრივი გადახდის სისტემა “მირი”. 2022 წელს, როდესაც უკრაინის შეჭრის გამო ვიზა და მასტერქარდი რუსულ ბაზრიდან გავიდა და მილიონებით კაცი ბარათის გარეშე დარჩა, გავიდნენ “მირზე”. ალტერნატიული ვერსია ვერასდროს იქნება საერთაშორისო გადახდის სისტემების ჩამნაცვლებელი, თუმცა სულ უბარათოდ დარჩენას – სჯობია.
“ქართული ოცნება” რუსეთის და ირანის გამოცდილების შემდეგ ცდილობს, თავი აარიდოს სანქციების სიმწვავეს. დასანქცირებულები არიან “ოცნების” მაღალჩინოსნები – ძალოვანი უწყების პირველი პირები, მათ შორის ვახტანგ გომელაური და ხარება, რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძეც. ეროვნულმა ბანკმა მათ სასათბურე პირობები შეუქმნა, თუმცა ხელფასი, წესით, მაღალჩინოსნებს ბარათზე არ ერიცხებათ. შესაძლოა, ამ დისკომფორტის მოსახსნელად და სამომავლოდ უფრო მწვავე სანქციების ეფექტის გასანეიტრალებლად, “ოცნება” ახალ ბარათებზე მუშაობს.