მედია: “ოცნებამ” სავალუტო რეზერვები ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული სავალუტო  რეზერვები ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცავებიდან მილიარდი  დოლარი გაიტანეს და გაყიდეს. ეროვნულმა ბანკმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 4-ჯერ გამოიტანა თანხა აუქციოზე.  ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური  არემოაა და ,,ქართული  ოცნება” ეროვნული  ბანკის დახმარებით ცდილობს, ლარის კურსი ხელოვნურად შეინარჩუნოს. 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო  რეზერვები 627 მილიონი  დოლარით 4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც კატასტროფული  მაჩვენებელიაა.

სავალუტო რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია.  უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვი ეკონომიკური კრიზისების დროს დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს. ამ თანხით ცდილობს ეროვნული  ბანკი ლარის სტაბილურობას.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მილიარდი დოლარი პანდემიისს დროსაც კი არ გამქრალა, რაც ნიშნავს იმას, რომ დავუბრუნდით 2012 წლის მაჩვენებელს, როცა ეროვნულ რეზერვებში თანხის მოცულიობა 3 მილიარდი დოლარი იყო – ანუ 2024 წელს ამ მაჩვენებელს ხოლოდ 1 მილიდიარდით ვუსწრებთ.

რამდენიმე დღის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომსაქარღველოს სავალუტო რეზერვების ზომა მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ რეზერვების შემცირება გაგრძელდება, რეიტინგი გაგვიუარესდება, რაც სესხების გაძვირებას და უცხოური ივნესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შეამცირებს.