მედია – ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს

ოჩამჩირეში ს საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Naval News-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის პორტი რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა გახდეს და უკრაინული დრონებისგან დასაცავად თავშესაფრის ფუნქცია შეასრულოს.
Naval News-ის ცნობით, ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იდგა, ოჩამჩირედან ჩრდილო-დასავლეთით 370 კილომეტრში, ხოლო ბოლოს 4 და 5 ივლისს ოჩამჩირეში დააფიქსირეს.
„ბაზაზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რამდენიმე მცირე ზომის საპატრულო ხომალდი უკვე განთავსებულია. ეს პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ხომალდის ვიზიტია. მიუხედავად იმისა, რომ პორტი შედარებით მცირეა, იგი რამდენიმე დიდ ხომალდს ადვილად დაიტევს, მათ შორის, შეიძლება სადესანტო ხომალდები და ფრეგატები იყოს“, – წერს გამოცემა.