მედია: ორი იდეოლოგის ერთი და იგივე განცხადება თბილისიდან და მოსკოვიდან – შათირიშვილის შემდეგ, დონალდ ტრამპი დუგინმაც გალანძღა (ვიდეო)

ალექსანდრ დუგინზე დასმულმა კითხვამ “ქართული ოცნება“ წყობიდან გამოიყვანა. არადა პუტინის მთავარი პროპაგანდისტის გზავნილი, ერთი-ერთში ემთხვევა ს იდეოლოგის, ზაზა შათირიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს.

კრემლის და “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების აღშფოთების მიზეზი დონალდ ტრამპია. “ოცნების“ და კრემლის იდეოლოგები შიშობენ,რომ თავად ტრამპსაც შესაძლოა,  “დიფ სთეითი“ მართავდეს.

ჯერჯერობით ტრამპის გაკრიტიკებას “ქართული ოცნების” ოფიციალური პირები ვერ ბედავენ, თუმცა მათ სათქმელს მათი პროპაგანდისტები ამბობენ. ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა, ტრამპის კრიტიკაში ასევე ფილოსოფოს, ალექსანდრ დუგინსაც კი დაასწრო.

ტრამპმა ვერც ს და ვერც “ოცნების“ იმედები ვერ გაამართლა. მაშველი რგოლი ახლა კრემლშიც და ივანიშვილის გუნდშიც „დიფ სთეითია“. ამიტომ პროპაგანდისტული მანქანა შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად ამუშავდა.