მედია: ოპოზიციის დევნის საქმე – მოსამართლემ სხდომა დახურა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატებთან კამათის შემდეგ დამსწრე საზოგადოება და ჟურნალისტები დარბაზიდან გამოუშვა და სხდომა დახურა.

გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა – “ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს, გთხოვთ, წაღმა-უკუღმა”

მანამდე ადვოკატებმა წარსულში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების გამო, თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  •  – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •   – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • , ნიკა მელია,  და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ