მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ 10 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, ემზარ ბაღიშვილი დააკავეს.

მათი ცნობით, 1968 წელს დაბადებული ბაღიშვილის წინააღმდეგ “ჯაშუშობის” ბრალდებით საქმე 12 მარტს აღძრეს.

ე.წ. უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ბაღიშვილს “რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას” ედავებიან.

აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება ე.წ. უწყებას არ წარუდგენია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება