მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში, “საარჩევნო უბანზე” შეიარაღებული თავდასხმა მოხდა – არიან დაჭრილები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელ მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრის რაიონში, დაბა განთიადში მდებარე მე-2 სკოლაში, სადაც “საარჩევნო უბანია” გახსნილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

ს ე.წ. -ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს მილიციამ მიუსერას საგუშაგო გადაკეტა. თავდამსხმელები შეჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

სროლის შემდეგ ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  თავდასხმაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ „საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის მიზნით, დააზიანეს საარჩევნო ყუთი და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან“, – ნათქვამია  განცხადებაში.

მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.

ტელეგრამ არხ RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა ერთ-ერთ უბანზე რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც ადგურ არძინბას მომხრეები დაიჭრნენ“. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე ს საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, რომლებსაც ასევე აქვთ “აფხაზეთის მოქალაქეობა”- მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.

“თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს. რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივად გამოავლინეს ეჭვმიტანილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაწილეს დასაკავებლად… იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს – ეს არის ნურიკ სმირ. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება”, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ნათესავია.

შეგახსენებთ, 1-ელ მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო ს” მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება