ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატულ თეატრს ტოვებს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, “აჭარა თაიმსი” ავრცელებს
„მთავრობასთან შევთანხმდი, ყველაფერს ოფიციალური სახე ორ დღეში მიეცემა. ჯერ არ ვახმაურებთ და გირჩევთ, არ დაწეროთ” | უთხრა ქანთარიამ “აჭარა თაიმსს”
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა სამხატვრო ხელმძღვანელს ულტიმატუმი წაუყენეს და დაუმორჩილებლობა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ნუკრი ქანთარია ამავე თეატრის მსახიობის, ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ სამძიმარზე არ მივიდა.




