მედია: ნიუ დელიში, აპოლოს საავადმყოფო ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობს

მედიის ცნობით, ინდოეთში, ნიუ დელიში, აპოლოს საავადმყოფო ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობს. აღნიშნულ ფაქტს ქალაქის მთავრობა იძიებს.
ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის ეროვნულმა ორგანიზაციამ (NOTTO), რომელიც ფედერალურ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, წერილობით მიმართა დელის ხელისუფლებას ბრიტანული Telegraph-ში გამოქვეყნებული მოხსენების შემდეგ, რომელიც აპოლონს ადანაშაულებდა “ნაღდი ფულის სანაცვლოდ თირკმელების გაყიდვის” სკანდალში, რომელშიც მიანმარის სოფლების მოსახლეობა მონაწილეობდა.
მოხსენების თანახმად, ახალგაზრდა მოსახლეობა გადაჰყავდათ აპოლოს საავადმყოფოში და აიძულებდნენ, თავიანთი თირკმელები მდიდარ ბირმეელ პაციენტებზე მიეყიდათ.
“ორგანოების ტრანსპლატაციასთან დაკავშრებული ნებისმიერი უკანონო ქმედება, ჩვენი განზრახ თანამონაწილეობა ან ფარული სანქციების შესახებ ნებისმიერი წინადადება მთლიანად უარყოფილია“ – ნათქვამია აპოლოს საავადმყოფოს ანგარიშში.
დელის ჯანდაცვის მდივანმა ს ბ დიპაკ კუმარმა Reuters-ს განუცხადა, რომ ქალაქი ფედერალური მთავრობის ბრძანების შემდეგ გამოძიებას იწყებს.
ჩენაიში დაფუძნებულმა ქსელმა Apollo-მ, რომელიც მართავს 70-ზე მეტ საავადმყოფოს მთელს ინდოეთში, 2022 წელს ჩაატარა 1641 მყარი ორგანოს გადანერგვა, კომპანიის მონაცემებით. საავადმყოფო ასევე მკურნალობს უცხოელ პაციენტებს, რომლებიც დაფრინავენ ინდოეთში.

ასევე დაგაინტერესებთ