მედია: ნინო ბაგაშვილის ქონება 3 წელიწადში გაორმაგდა – რა ქონებით მოვიდა საჯარო სამსახურში და რა ქონებას ფლობს?

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი დეკლარაციას 2021 წლიდან ავსებს, როცა აღნიშნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გახდა. ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის წასვლის შემდეგ, კი სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

BM.GE გადასახადის გადამხდელებს პერიოდულად საქმის კურსში აყენებს, რას ფლობდნენ თანამდებობაზე დანიშვნამდე და როგორია დღეს საჯარო მოხელეების ქონება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს მეუღლე და შესაბამისად, მისი აქტივები ბაგაშვილის ქონება 2021 წლიდან 2024 წლამდე მნიშვნელოვნად გაზრდილია. მისი უძრავი ქონება გაორმაგებულია, ავტოპარკი განახლებულია მაღალი კლასის ავტომობილებით, ხოლო შემოსავლებიდან ცალკე გამოსაყოფია მშობლის ფინანსური მხარდაჭერა, რაც დეკლარაციის მიხედვით ძირითადად საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლადაა გამოყენებული.

უძრავი ქონება

2021 წლის დეკლარაციით ფლობდა ჯამში 9 უძრავ ქონებას:

  • ბინა ლისის იასამნებზე — 188.1 კვ.მ. (221,040 USD)
  • ბინა ბაკურიანში (კოხტის ძირი) — 65.5 კვ.მ. (111,048 USD)
  • ბინა ლეონიძე/სულხან-საბაზე — 32.71 კვ.მ. (84,020 GEL)
  • ბინა ჭავჭავაძის გამზირზე — 209.66 კვ.მ. (215,000 GEL)
  • მიწის ნაკვეთი დიდ ლილოში — 6,000 მ² (100,000 USD)
  • მიწის ნაკვეთი სოფ. დიდ ლილოში — 8,500 მ² (1,000 GEL)
  • არასაცხოვრებელი ფართი მაჩაბელზე — 7.31 კვ.მ. (500 GEL)
  • არასაცხოვრებელი ფართი ლორთქიფანიძეზე — 121 კვ.მ. (35,000 USD)
  • ავტოფარეხი ჭავჭავაძეზე — 18 კვ.მ. (1 GEL)

2024 წლის დეკლარაციით ბაგაშვილს საკუთრებაში აქვს 22 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის:

ახალი ბინები:

  • მაჩაბელზე (64.21 მ²) — ჩუქება
  • ლეონიძეზე დამატებით 2 ბინა — ჩუქება

ხალი მიწები/ფართები:

  • კოჯორი — მიწის ნაკვეთი 1360 მ² (26,000 USD)
  • საცხოვრებელი სახლი დიდ ლილოში (1500 მ²) — 1,000 GEL (აღარ არის მეუღლის სახელზე!)
  • კომერციული ფართები: დავით გურამიშვილის გამზირზე (სამი ერთეული) — ჯამში ~120,000 USD ღირებულების

ავტომობილები

მფლობელი20212024ცვლილება
ნინო ბაგაშვილიPorsche Cayenne Hybrid (290,368 GEL), Toyota LC150 (34,000 USD)Range Rover Sport (168,500 USD), Toyota Prado (51,000 USD)ავტოპარკი განახლდა
ანდრო ასათიანიFiat 500 Abarth (8,000 USD)დეკლარაციაში არ ფიგურირებს

ხელოვნების ნიმუშები

წელიგუდიაშვილის ტილოები
20211
20244
➕ ცვლილება+3 (ჩუქება — ასმათ სირბილაძე)

საბანკო ანაბრები და ანგარიშები

2021 წელს ბაგაშვილს ჰქონდა: 15,200 USD, 6,000 EUR, 12,000+ ლარის ანაბრები

2024 წლის დეკლარაციით: მთავარი ანაბარი 14,013 USD და დამატებით ~1050 EUR და მცირე ნაშთები.

სესხები და ფინანსური დახმარება

2021: მხოლოდ სესხების დაფარვის მითითება (ზოგადი)

2024: 7 მოქმედი სესხი, მათ შორის:

  • სამომხმარებლო სესხები (119k, 122k, 90k USD)
  • ავტოსესხი და გირაოს დაზღვევა

რაც შეეხება სხვა ფინანსებს

  • დედისგან მიღებული თანხა: 71,477 USD, 18,285 EUR, 8200 GEL — სესხების დასაფარად
  • იჯახით მიღებული შემოსავალი – 24 594 ლარი.

ბაგაშვილს დეკლარაციის მიხედვით მნიშვნელოვანი თანხები არ დაუხარჯავს მოგზაურობაზე, ძვირფასი ნივთების შეძენაზე, არ ფლობს ძვირფას სამკაულებს და საათებს. ასევე, მშობლის გარდა, არავისგან მიუღია 5 00 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქარი.

წყარო