მედია: ნეაპოლში იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული კინოკომედიის კლასიკის – “ფეოლას” პრემიერა შედგა

მაისს იტალიის ქალაქ ნეაპოლში, კინოთეატრში „მოდერნისიმო“, იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული კინოკომედიის კლასიკის, „ფეოლას“ პრემიერა შედგა.

ბაადურ წულაძის უკვდავი ფილმის პერსონაჟები, ფილმის, რომელიც რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვითაა შექმნილი და გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა ამშვენებს, იტალიურ ენაზე იტალიელი სპორტული ჟურნალისტების და სხვა ცნობილი ადამიანების ხმით ალაპარაკდნენ.

იდეა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, ERMES TV-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინა მამუკაძეს ეკუთვნის.

პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსის, „დიასპორული ინიციატივების“ ფარგლებში და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი NGO-დან 25 000-მდე უმოქმედოა, აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა გამჭვირვალობა მიუღებელი – 75%-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს