თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, “ადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ესადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”.
განცხადებები კალაძემ „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც ნგრევა მოხდა.
ჟურნალისტებთან მან მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენობა გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარებოდა, უნდა მომხდარიყო სრული დემონტაჟი, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა შენობიდან გასვლაზე უარი განაცხადა.
კალაძის მტკიცებითვე, რამდენიმე ოჯახი შენობიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ ქირით საცხოვრებლად.
მან ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ შემოსაზღვრეს მიმდებარე ტერიტორია, თუ შენობა საშიში იყო, ან რატომ გადაღებეს კორპუსი თეთრად – არ უპასუხა.
სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხევევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 ადამიანი. 1 არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის გაუქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ასეთი პროგრამების განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული” – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით, ნგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.