მედია – მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო

მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ მომხდარა ისეთი გარღვევა, რომელიც საბოლოო შეთანხმების მიღწევას გამოიწვევდა, – ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
მათი განმარტებით, მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში მხარეებს შორის უთანხმოების გამორჩეული სფეროა პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა მძევლებთან, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ კონტრწინადადება წარადგინა, რომელიც მოიცავდა მოწოდებას ს ციხეებში მყოფი ყველა პატიმრის, მათ შორის ქალების, ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების გათავისუფლების შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, კაიროში -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს