მედია: მშენებლობები ივანიშვილის სახელით?! – ჟურნალისტური გამოძიება

სპორტის სასახლის უკან, ქაოსური მშენებლობების შუაგულში ერთადერთ თავისუფალ მიწაზე კორპუსის მშენებლობას მერიამ მწვანე შუქი აუნთო – საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ არა ერთი უარის შემდეგ, მ მისივე სიტყვები უკან წაიღო და გენერალურ გეგმასაც მას შემდეგ გადაუხვია, რაც  კომპანიის მოწილეებს შორის ს ოჯახის წევრის ნათესავი გამოჩნდა.

მერაბ ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე მიწაზე თბილისის გენერალური გეგმის თანახმად, კორპუსის მშენებლობა იკრძალებოდა, თუმცა “შაბათის ეთერის” ხელშია დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ  მერაბ ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში 4168 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს მომავალი მესაკუთრე არის კომპანია, რომლის წილსაც,  ბიძინა ივანიშვილის რძლის ქეთევან ხარაიძის ძმა ფლობს.

მიწა, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება,  2010 წლიდან კომპანია “ბასილონ გლობალ სერვისს” ეკუთვნოდა.  მიწის მფლობელი ქიჩირ ბასილაშვილი დედაქალაქის მერიას წლების განმავლობაში სთხოვდა , რომ სტატუსის შეეცვალა და მშენებლობის უფლება მიეღო.  წერილები კახი კალაძის უწყებაში ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა, თუმცა  “ბასილონ გლობალ სერვისის” ყველა მოთხოვნა უარყოფილია.  მერი კალაძე ამბობდა, რომ თუ მიწას საცხოვრებელი ზონა 6-ის ნაცვლად, საზოგადოებრივი საქმიანი ზონა ორის სტატუსს მიანიჭებდა და აქ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა განთავსდებოდა, ეს განაშენიანებაში უხეში ჩარევა იქნებოდა. კახა კალაძის ბოლო უარი 2023 წლის 15 აგვისტოთი თარიღდება.

2024 წლის 1 ივლისს დოკუმენტებში გამოჩნდა, რომ ამ ტერიტორიის მომავალი მესაკუთრე, კომპანია „საბურთალოს ფიჭვები“  ხდებოდა, მალევე, ამ კომპანიის მფლობელებმა, გადაწყვიტეს,  რომ მრავალმილიონიანი ბიზნესპროექტის წილი ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმისთვის ეჩუქებინათ.

დოკუმენტში, რომელიც  2024 წლის 20 სექტემბრით თარიღდება წერია, რომ ოლიგარქის ოჯახის წევრს სამშენებლო კომპანიის 5 პროცენტიანი წილი ლაშა გიგაშვილმა აჩუქა. მას შემდეგ, რაც მფლობელის შორის  ივანიშვილების ნათესავი გამოჩნდა, მერიაში პროცესები  სხვა სცენარით განვითარდა.

2025 წლის 14 იანვარს, ალექსიძის ქუჩის 9 ნომერში  მდებარე მიწის სტატუსის ცვლილებაზე მერიაში კიდევ ერთი  მოთხოვნა საბურთალოს ფიჭვების სახლით გაიგზავნა.   ამჯერად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე კახა კალაძემ თანხმობა გასცა.

უსახური შენობებით გაჩანაგებულ უბანში, ივანიშვილის ნათესავის კომპანია 69 მეტრის სიმაღლის შენობას ჩადგამს, 70 პროცენტი საცხოვრებელი ფართი იქნება,  30 პროცენტი კი კომერციულ და საოფისე ფართს დაეთმობა. საბაზრო ღირებულებებით თუ დავთვლით, ამ პროექტის ფართებიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 30 მილიონს მიაღწევს.

კახა კალაძის მიერ 10 აპრილს გაგზავნილი მოთხოვნა  შეეცვალათ განაშენიანების გენგეგმით დაწესებული შეზღუდვა, ქართული ოცნების დეპუტატებმა 5 დღეში დაამტკიცეს.