მედია: მრუშობა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები – რა ხდება ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში

„ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი (მეუფე ანტონი (ბულუხია) ) არის ძალიან გარყვნილი ადამიანი, ჩემს სულიერ შვილთან ჰქონდა ურთიერთობა, იგივე თავის შვილის ტოლასთან, რომელიც შეაცდინა. ეპისკოპოსი კი არა მაგიური ძალა უფრო აქვს, ვიდრე ეპისკოპოსის, საკმაოდ დიდი ხნის ბრძოლა დამჭირდა, რომ ეს გოგო მისთვის მომეცილებინა“ – აღნიშნულის შესახებ CNews-თან სასულიერო პირმა კახაბერ დვალიშვილმა ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით მეუფე ანტონის მხრიდან დევნის და შევიწროების ობიექტია, სწორედ იმ ინფორმაციების გამო, რომელსაც ის ბულუხიაზე ფლობს.

დვალიშვილი დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ რატომ ხდება მისი დევნა და როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი.

ამბობს, რომ მეუფე ანტონი მას არც სხვა ეპარქიაში გადასვლის საშუალებას აძლევს და არც იმაზე თანხმდება, რომ სრულად გაუშვას ეპარქიიდან.

დვალიშვილი გვიყვება, რომ მან აღნიშნულის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა მოსაყდრე შიოს და პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილსაც, თუმცა ხელშესახები რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყოლია.

კითხვაზე – რისი ეშინია საპატრიარქოს და რატომ არ ახდენს ის შესაბამის რეაგირებას, დვალიშვილი გვპასუხობს, რომ ამის მიზეზი სხვა ინფორმაციების გამოააშკარავების საფრთხეა, რომელიც შესაძლოა საპატრიარქოში დასაქმებულ პირებსაც შეეხოს. დვალიშვილი ერთ-ერთ ეპიზოდზეც გვიყვება, რომელზეც მეუფე ანტონმა მასთან სტუმრობისას ღიად ისაუბრა და რომელიც საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალი წოდების მქონე პირს შეეხება.

მრუშობა ეს არ არის მხოლოდ ერთი სახის საეკლესიო დანაშაული, რომელშიც დვალიშვილის ნაამბობით, ანტონ ბულუხიას სახელი ფიგურირებს, ამბავი ბევრად უფრო მოცულობითია და საქმე ნარკოტიკებსაც შეეხება.

სასულიერო პირის, კახაბერ დვალიშვილის ვრცელ ინტერვიუს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მკითხველი გაზეთ „ქრონიკა+“ – ის შემდეგ ნომერში წაიკითხავს.

წყარო