მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

ს დედაქალაქ მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოსკოვის ისტრას რაიონში დაფიქსირდა. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის გამო, დროებით შეჩერდა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.