მედია: მოსამართლის მამის ბიზნესი რუსეთში? – რისთვის ირიცხება ფული საქართველოში (ვიდეო)

სინდისის პატიმრების მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილის მამა რუსეთში ავტობიზნესის მფლობელია – “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ დავით გალუსტოვი ბიზნესოპერატორად ის ს ერთიან რეესტრში 1 წლის წინ 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა.

დოკუმენტებში მითითებულია, რომ:

  • მოსამართლის მამის ძირითადი საქმიანობა მოსკოვში, ავტომობილების ნაწილებით საბითუმო ვაჭრობაა. პარალელური საქმიანობის სფეროდ კი ნინო გალუსტაშვილის მამას, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა აქვს მითითებული. მას მოპოვებული აქვს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ავტო სამრეცხაოების ფლობისა და გზებზე მანქანებისთვის ტექდახმარების აღმოჩენის ლიცენზიაც.

დავით ომარის ძე გალუსტოვი რუსეთში ბიზნესოპერატორად თავდაპირველად 2013 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი ძირითადი საქმიანობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა იყო, თუმცა 2022 წლის 29 ივლისს დავით გალუსტოვმა რუსეთში ბიზნესი დახურა და გააუქმა ბიზნესოპერატორის რეგისტრაციაც. კომერციულ საქმიანობას მოსამართლის მამა, 2024 წლიდან უბრუნდება და ამჯერად ავტო ბიზნესში შედის. ეს კი დროში ემთხვევა სთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ავტონაწილებით მომარაგებას ამ დროს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს