მოლდოვის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან, ჭურვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლითონის ფრაგმენტები, რომელიც რაკეტის ან ჭურვის ფრაგმენტებს წააგავს, ოკნიცას რაიონის მცხოვრებლებმა დღეს დილით სოფელ ლენკეუცთან – სახელმწიფო საზღვრიდან 4 კილომეტრში, აღმოაჩინეს.
საზღვრის უკრაინის მხარეს უახლოესი ქალაქი მოგილევ-პოდოლსკია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და პროკურატურა მივიდა. ჯერჯერობით, არ დაუდასტურებიათ, რა ტიპის ობიექტის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.
