“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმის ადმინისტრაციული საქმის პროცესის დაწყებამდე, სასამართლო დარბაზში ხმაურია.
თორნიკე სხვიტარიძეს იმ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომლის გამოც, საბა სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საუბარია მირიან ქავთარაძეზე.
ამავე პროცესზე უნდა განიხილონ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ანი ქავთარაძის საქმეც. მასაც იგივე პოლიციელის – მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. მან აღნიშნულ პოლიციელს, საბა სხვიტარიძის პროცესზე დაკითხვის შემდეგ, “ქავთარაძეების სირცხვილი” უწოდა.
ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სასამართლო დარბაზში შსს-მ ქალი თანამშრომლები მოაბილიზა, რის გამოც, სხვიტარიძის ახლობლებს დასწრების საშუალება შეეზღუდათ.
დარბაზიდან ლაივი ძალის გამოყენებით გაათიშინეს, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.
განახლება: მოსამართლემ ხმაურის შემდეგ, დარბაზის შეცვლისა და პროცესის უფრო დიდ დარბაზში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.