მედია: მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან ქადაგებისას, მადლობა გადაუხადა გდდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“) „ტაძრის აშენებისთვის“

საღოლაშენის წმ ეკატერინეს ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან ქადაგებისას, მადლობა გადაუხადა გდდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“) „ტაძრის აშენებისთვის“.
როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, წირვას ზვიად ხარაზიშვილთან ერთად ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა.
💬 „მადლობა ქტიტორებს (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი; ვინც თანხა გაიღო ტაძრის აგებისათვის ან აღდგენისთვის) ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შეაზადიშვილს, რომელბმაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს….ღმერთმა შეუწიროს ბატონ ზვიადს, ბატონ სლავას, მისი საქმე.. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ტაძრის აშენება მარტო ფულით არ ხდება, ფული ძალიან ბევრს აქვს დღეს და აზრადაც კი არ მოსდის, რომ ტაძარი ააშენოს, ეს არის რჩეულთა ხვედრი, ადამიანს ირჩევს უფალი რომ ტაძარი ააშენოს და რაღაც დამსახურება აქვს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს.
თორემ შემთხვევით არ ხდება, რომ ვინმემ ტაძარი ააშენოს, უფალი გულთამხილავი არის, გულის მიხედვით ირჩევს – რომ მას აქვს კეთილი გული, მოწყალე არის და სხვადასხვა თვისებები…“,- ამბობს მიტროპოლიტი იობი ქადაგებისას.
10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვა. იქამდე მას სანქციები დაუწესა -მა და დიდმა ბრიტანეთმა.
2024 წლის 16 სექტემბერს -ის სახაზინო დეპარტამენტმა „ხარებას“ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო“ ფინანსური სანქციები დაუწესა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, იყო რომ საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მათ შორის ზვიად ხარაზიშვილიც.