19 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე „50 ადამიანი იდგა მხოლოდ”.
„გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ 15 ოქტომბერს.
საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვა „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად 17 ოქტომბერს აქცია.
„ოცნებამ“ ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობას საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
გზის გადაკეტვის გამო დაკავებები შსს-მ 19 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. დაკავებულია 80-ზე მეტი პირი, რუსთაველის გამზირი კი ყოველ საღამოს ისევ იკეტება.
რეპრესიული კანონით ერთ-ერთი პირველი დააკავეს მხატვარი ლევან მარგიანი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო სვანიძე.
„ბათუმელები“ გთავაზობთ სიას, თუ ვინ არის დაკავებული რეპრესიული კანონით.
სია შედგენილია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე სასამართლო სხდომებიდან მიღებული ინფორმაციით. სია არ არის ბოლომდე ზუსტი, რადგან შსს არ აქვეყნებს დაკავებულთა შესახებ სრულ მონაცემებს.
თუ თქვენი ახლობელი/მეგობარი დააკავეს და ის ამ სიაში არ არის, გთხოვთ მოგვწეროთ.
რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ან/და სახის დაფარვის მოტივით დაკავებულთა სია:
- ნინო სვანიძე – სამოქალაქო აქტივისტი [5-დღიანი პატიმრობა]
- ლევან მარგიანი – მხატვარი
- ვაჟა გაფრინდაშვილი – ექიმი – [7-დღიანი პატიმრობა]
- ნიკოლოზ შურღაია – ეკონომისტი – [14-დღიანი პატიმრობა]
- შალვა ჩუბინიძე – ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელი – [14-დღიანი პატიმრობა]
- იოსებ ხეოშვილი – [პროცესი გადაუდეს 3 ნოემბერს]
- აკაკი ველთაური – პოეტი – [8-დღიანი პატიმრობა]
- ვახო სანაია – ჟურნალისტი [6-დღიანი პატიმრობა]
- ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი – [5-დღიანი პატიმრობა]
- ბექა ქურხული – მწერალი – [8-დღიანი პატიმრობა]
- ლარა ნაჭყებია – სტუდენტი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 4-დღიანი პატიმრობა]
- ნინი ნაჭყებია – [პროცესი გადაუდეს 19 ნოემბერს]
- საბა ხომერიკი – [8-დღიანი პატიმრობა]
- თემო სარალიძე – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
- ნინო ბერუაშვილი – [4-დღიანი პატიმრობა]
- ლუკა აკობია – [გადაიდო პროცესი 30 ოქტომბრამდე]
- ლევან ჯობავა – ჟურნალისტი -[14-დღიანი პატიმრობა]
- კახა მიქაია – [14-დღიანი პატიმრობა]
- კოკო მიქაია – [14-დღიანი პატიმრობა]
- თამუნა გიორგაძე – [პროცესი გადაუდეს 27 ოქტომბერს]
- ირაკლი წულაია – [8-დღიანი პატიმრობა]. ასევე აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე.
- ცირა ჟვანია – ჟურნალისტი
- საბა ჯაფარიძე – მსახიობი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
- თამარ თოთლაძე – [6-დღიანი პატიმრობა]
- იმედა კლდიაშვილი – [9-დღიანი პატიმრობა]
- გიორგი წულაია – [8-დღიანი პატიმრობა]
- თორნიკე თხილავა
- გიორგი ვაჩაძე, აქტივისტი. 76 წლის აქტივისტი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
- ლიზა უბილავა – [6-დღიანი პატიმრობა]
- არჩილ გიორგობიანი – კომპოზიტორი [5-დღიანი პატიმრობა]
- აფგან სადიგოვი – ჟურნალისტი – [14-დღიანი პატიმრობა]
- ლაშა ჩხარტიშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი – [14-დღიანი პატიმრობა]
- ბექა მელუა – [5 000 ლარი ჯარიმა]
- ლადო ჯახუა – სტუდენტი – [სასამართლო გადაიდო]
- ლია მუშკუდიანი – 64 წლის პენსიონერი – [3-დღიანი პატიმრობა]
- კახა კვეკვესკირი – [14-დღიანი პატიმრობა]
- ნეკა ნათელაშვილი – სტუდენტი – [6-დღიანი პატიმრობა]
- შაკო ბაღდოშვილი – [14-დღიანი პატიმრობა]
- ნიკოლაი ბელიკოვი – რუსი აქტივისტი – [14-დღიანი პატიმრობა] + საქართველოდან გაძევება
- ლუკა გოგია – [14-დღიანი პატიმრობა]
- ლორენა ბერია [4-დღიანი პატიმრობა]
- მარია ტალიაშვილი – [4-დღიანი პატიმრობა]
- თეონა ტალახაძე – [2-დღიანი პატიმრობა]
- გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი. თავის ფეხით მივიდა პოლიციაში, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
- აზა ჩილაჩავა – აფხაზეთიდან დევნილი – სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
- დავით ასანიძე – [6-დღიანი პატიმრობა]
- დავით გოგიჩაიშვილი – [აქციაზე სახის დაფარვის საბაბით შეუფარდეს 6-დღიანი პატიმრობა]
- ილია ღლონტი – [2 000 ლარი ჯარიმა]
- ვლადიმერ ბეროზაშვილი
- ბაჩო კუცია – [14-დღიანი პატიმრობა]
- გიორგი ელიაშვილი
- გუჯა მეკოკიშვილი – [5 000 ლარი ჯარიმა]
- ანასტასია ჯაფარიძე – სტუდენტი – [4 000 ლარი ჯარიმა]
- თორნიკე კაკალაძე – [5 000 ლარი ჯარიმა]
- ისაკო დევიძე – [14-დღიანი პატიმრობა]
- ირაკლი კალანდაძე – [5-დღიანი პატიმრობა]
- ნუკრი კაკულია – [სასამართლო გადაიდო]
- გია ჯვარშეიშვილი – შშმ პირთა უფლებადამცველი [10-დღიანი პატიმრობა]
- ამირან შარაშიძე – პროცესი გადაიდო
- ზვიად კვარაცხელია – მწერალი და გამომცემელი
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ჟურნალისტი
- მაიკო ბოკერია – ჟურნალისტი – [5000 ლარიანი ჯარიმა]
- გიორგი ლიფონავა – რეჟისორი
- გიგა ლემონჯავა – „დროას“ წევრი
- ზურაბ ცეცხლაძე – იურისტი
- ნათია გოგავა – [2-დღიანი პატიმრობა]
- ნათია ლეთოდიანი – „დროას“ წევრი – [6-დღიანი პატიმრობა]
- ნინო ლაღიძე – ეკოლოგი – [5-დღიანი პატიმრობა]
- ანუკა გამსახურდია – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
- დავით მშვენიერაძე – სტუდენტი – [5-დღიანი პატიმრობა]
- ბაჩო ქიმუცაძე
- დანი მაღრაძე -სტუდენტი -[5-დღიანი პატიმრობა]
- ლაშა ბრეგვაძე
- თენგო კირთაძე – [5-დღიანი პატიმრობა]
- სოფო როინიშვილი – მასწავლებელი – [4-დღიანი პატიმრობა]
- აჩი გოჩიტაშვილი
- გიორგი მელითაური
- დავით ჭკადუა – სტუდენტი – [10-დღიანი პატიმრობა]
- ნატალი სლეპაკოვა – [4-დღიანი პატიმრობა]
- ირაკლი ვეშაგურიძე – ისტორიკოსი – [7-დღიანი პატიმრობა]
- დავით ტაბაღუა – [7-დღიანი პატიმრობა]
- გიორგი ხარაიშვილი – [6-დღიანი პატიმრობა]
- ირაკლი გოგუაძე – [7-დღიანი პატიმრობა]
24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. ერთი საათის შემდეგ კი გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ შეეშალათ.




